Thursday, March 12, 2015

ტრენინგის 9 დღე
ტრენერმა გადაამოწმა პროექტის გეგმები, შემდეგ მოვემზადეთ პრეზენტაციისთვის
პირველი გამომსვლელი იყო  რუსული ენის პედაგოგი მანანა თიგიშვილი, რომლის პროექტის თემა იყო ,, ზედსართავი სახელი,,
საინტერესო იყო  მათემატიკის მასწავლებლის  თამარ სტურუას პროექტი ,,სივრცითი ფიგურები რეალობაში,,
ბიოლოგიის მასწავლებელმა ეკა თიგიშვილმა წარმოადგინა პროექტი  ,, ნიშან თვისებების მემკვიდრეობა თაობებში,,
ნინო ზურაბაშვილის პროექტია ,, ხალხური და პროფესიული მუსიკა,,
ნანა პაპუაშვილმა წარმოადგინა პროექტი,, სამოქალაქო განათლება და თავისუფლება,,
წარმოდგენილი პროექტები   იყო საინტერესო  და   შემეცნებითი
თინა გიორგაძის პროექტია ,,წიგნი და კომპიუტერი,,    ავტორმა ისაუბრა იმის შესახებ წარმოადგენს თუ არა კომპიუტერი საფრთხეს კონკრეტულად წიგნისთვის და ზოგადად წიგნიერებისთვის,  ძალიან საინტერესო და აქტუალური  პროექტია.

დღე  8

გავიხსენეთ  ფეიჯების დამატება,  შევქმენით დრაივზე გაკვეთილების პორტფოლიოს საქაღალდე.  გადავამოწმე  ჩემი პორტფოლიო, რესურსებში გავეცანი ფასილიტაციის ნიმუშებს,  მომეწონა მასწავლებლის მიერ  მოსწავლეთა დასახმარებლად   შექმნილი  სლაიდ შოუ  და ბუკლეტი.  ვისწავლეთ გუგლფორმების შედგენა,   შევქმენით ფასილიტაციის  ნიმუში მოსწავლეებისათვის,  ძალიან მომეწონა  დღევანდელი ტრენინგი,   მადლობა ქალბატონ მანანას, და ვისურვებდი  ასეთი ტრენერი  ინდივიდუალურად მყოლოდა.

Saturday, February 28, 2015

28 თებერვალი ტრენინგის 7-ე დღე
განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის ათი სახეობა და მისი შესაბამისი სწავლის სტილი. შევადგინეთ მოსწავლის თვითშეფასების სქემა.
მოსწავლეებს შევუქმენით პრეზენტაციის შაბლონი
ძალიან მომეწონა 6-ე მოდული, რომელიც დამეხმარებასწავლის პროცესში ხელი შევუწყო მოსწავლეთა ღვითრეგულაციებით სწავლას.
დავალება გვაქვს 6-ე მოდულში გავეცნოთ დოკუმენტს მოსწავლეთა მხარდაჭერა
დღევანდელი ტრენინგი ძალიან მომეწონა საინტერესო დზ ნაყოფიერი იყო.

Sunday, February 22, 2015

22 თებერვალი ტრენინგის 6 -ე დღე
შევედით მეხუთე მოდულში მოსწავლეთა პროექტების შეფასება, გავხსენით პორტფოლიოს რუბრიკა,გავიგეთ რომ ეს დოკუმენტი არის მნიშვნელოვანი თუ რა უნდა გვქონდეს სრულყოფილად გაკეთებული როგორც პედაგოგს პროექტისთვის. გავხსენით ჩვენი გეგმა და სტანდარტის ყველა ამოცანისათვის დავწეროთ პორტფოლიოს რუბრიკის მიხედვით პროცედურები

Saturday, February 21, 2015

მოსწავლის ნიმუში

21 თებერვალი ტრენინგის მეხუთე დღე
განვიხილეთ მოდული 3. კავშირები. ვისწავლეთ დრაივზე გაზიარება, ასევე ვისწავლე დიკუმენტების გადაყვანა ერთი ფირმატიდან მეორეში, კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემიის სახეები, მოსწავლის ნაცვლად შევქმენით ნაშრომი.

Sunday, February 15, 2015

15 თებერვალი ტრენინგის მეოთხე დღე
განვიხილეთ მეორე მოდულის მესამე აქტივობა, გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს, ოთხი განმავითარებელი და ერთი განმსაზღვრელი, შევარჩიე ჩემი პროექტისთვის სასარგებლო მეთოდები და ინსტრუმენტები, შევქმენი მოსწავლეთა შეფასებისათვის ფორმა: ვიცი- მინდა ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა.

Saturday, February 14, 2015

14 თებერვალი. ტრენინგის მესამე დღე
ვისწავლე  პროექტის მიზნები და შედეგები როგორ მივუსადაგო სტანდარტს, გავეცანი განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას,  ასევე გავიგე რომ მიზნები და უნარები უნდა შეესაბამებოდეს ბლუმის ტაქსონომიის მაღალ სააზროვნო უნარებს, ვისწავლე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა.

Sunday, February 8, 2015

8 თებერვალი  დღე II                                                                                                                              გავერკვიე როგორ იწერება პროექტის შინაარსი, ეროვნული სასწავლო გეგმიდან გადმოვწერე შედეგები და ინდიკატორები,  მოვძებნე რესურსებში ბუკლეტის შაბლონი და ვისწავლე ჩემი პროექტისთვის ბუკლეტის შექმნა. გვაქვს დავალება დავასრულოთ პროექტი,

Saturday, February 7, 2015

ტრენინგის პირველი დღე 7 თებერვალი

გავეცანი ტრენინგის მონაწილეებს,  დამხვდა არაჩვეულებრივი ტრენერი ქალბატონი მანანა კვინიკაძე, რომელთანაც ადრეც მქონია შეხვედრა. ვისწავლეთ viwer-ის გამოყენება. viwer-ის გამოყენების შემდეგ გავეცანი რომელ ბლოგში რა იყო, მერე მოდულის მიხედვით მივყევით  და პორტფოლიო შევქმენით.  პორტფოლიოს ჩეკლისტის შესახებ გავიგე რომელ საქაღალდეში რა უნდა შევინახო, ასევე გავიგე სიტყვა ,,ჩეკლისტის,, ზუსტი განმარტება.  გავიგე  რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარ ჩვევები რომელიც საჭიროა 21 საუკუნის მოსწავლეებისთვის. დავალება  გვაქვს პროექტის შინაარსის დაწერა.