ტრენინგის 9 დღე
ტრენერმა გადაამოწმა პროექტის გეგმები, შემდეგ მოვემზადეთ პრეზენტაციისთვის
პირველი გამომსვლელი იყო რუსული ენის პედაგოგი მანანა თიგიშვილი, რომლის პროექტის თემა იყო ,, ზედსართავი სახელი,,
საინტერესო იყო მათემატიკის მასწავლებლის თამარ სტურუას პროექტი ,,სივრცითი ფიგურები რეალობაში,,
ბიოლოგიის მასწავლებელმა ეკა თიგიშვილმა წარმოადგინა პროექტი ,, ნიშან თვისებების მემკვიდრეობა თაობებში,,
ნინო ზურაბაშვილის პროექტია ,, ხალხური და პროფესიული მუსიკა,,
ნანა პაპუაშვილმა წარმოადგინა პროექტი,, სამოქალაქო განათლება და თავისუფლება,,
წარმოდგენილი პროექტები იყო საინტერესო და შემეცნებითი
თინა გიორგაძის პროექტია ,,წიგნი და კომპიუტერი,, ავტორმა ისაუბრა იმის შესახებ წარმოადგენს თუ არა კომპიუტერი საფრთხეს კონკრეტულად წიგნისთვის და ზოგადად წიგნიერებისთვის, ძალიან საინტერესო და აქტუალური პროექტია.
Thursday, March 12, 2015
დღე 8
გავიხსენეთ
ფეიჯების დამატება, შევქმენით დრაივზე
გაკვეთილების პორტფოლიოს საქაღალდე. გადავამოწმე ჩემი პორტფოლიო, რესურსებში გავეცანი ფასილიტაციის
ნიმუშებს, მომეწონა მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა დასახმარებლად შექმნილი
სლაიდ შოუ და ბუკლეტი. ვისწავლეთ გუგლფორმების შედგენა, შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში მოსწავლეებისათვის, ძალიან მომეწონა დღევანდელი ტრენინგი, მადლობა ქალბატონ მანანას, და ვისურვებდი ასეთი ტრენერი
ინდივიდუალურად მყოლოდა.
Subscribe to:
Posts (Atom)